გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

3-08-2020

2 ივ­ლისს, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მძი­მედ დაჭ­რეს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჭ­რა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია იყო, რაც შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით და­დას­ტურ­და. ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ თვი­თო­ნაც მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი ბუსა ჟვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი იყო.


რა მოხ­და გამ­თე­ნი­ის 5 სა­ათ­ზე გოგი თო­ფა­ძის სახ­ლში და რა­ტომ დაჭ­რეს ლე­ვა­ნი­კო თო­ფა­ძე, ამის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და.

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და. AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი შემ­დეგს მოყ­ვა:


- ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ. მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და. იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში.

 

- ბუ­სა­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?


- ბუსა გე­ნი­ო­სია, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, იცით რო­გორ სწავ­ლობ­და და რა ჭკვი­ა­ნია? - რა­ღაც­ნა­ი­რად აი­რია მისი ცხოვ­რე­ბა, ჰო გახ­სოვთ, გია ბა­რა­მი­ძეს­თა­ნაც მო­­ვი­და კონ­ფლიქ­ტი და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ერთი რამ ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ლე­ვა­ნი­კო თო­ფა­ძე მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და ლე­ვა­ნი­კოს არა­ვის­თვის წა­ურ­თმე­ვია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.


მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რი­სას, გოგი თო­ფა­ძემ გა­ნა­ცხა­და, - კაცი, რო­მელ­მაც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, იქ მყო­ფი ქა­ლის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლიო.

"არ ვიცი, მაგ­რამ რაც მი­თხრეს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი და ეს ვაჟ­კა­ცი, ვინც იყო, რამ­დე­ნი­მე წელი იყ­ვნენ ერ­თად, მერე თურ­მე ერ­თმა­ნეთს გას­ცილ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და მან.


ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან თო­ფა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და ოჯა­ხის წევ­რებს მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი მის­ცეს. ბუსა ჟვა­ნი­ას ბი­ძის, გოგ­ლა ჟვა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მისი ძმის შვი­ლიც დაჭ­რი­ლია, ოღონდ მსუ­ბუ­ქად და ამ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

 

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930