გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა კვესიტაძეს ვერაზე ძაღლი დაესხა თავს

4-08-2020

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვერაზე, ბარნოვის ქუაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.


ჟურნალისტის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


"გაცოფებული ვარ. ძაღლს ვასეირნებდი ახლა და მომვარდა (არ ვიცი რა ჯიში იყო) 20 კილოიანი ძაღლი. ჩემი 3 კილოიანი იორკი კინაღამ დამეხრჩო - შოკისგან საბმელით ავიყვანე, რომ არ ეკბინა. მერე ეს ძაღლი მე შემომახტა, დამკაწრა და ასე ეპოტინებიდა დობის.


პატრონი - ვიღაც ქალი, სრულიად უტიფარი და უპასუხისმგებლო მეუბნება, ნუ ყვირით, ყურები მეტკინა, დედისტოლა ქალი ვარო (რუსულენოვანი ჩანართებით). გვერდით კაცი მიყვებოდა საბმელით ხელში, რომელმაც მშვიდად გააგრძელა გზა და არც შემობრუნებულა, სანამ ამ ქალმა ბოლოსდაბოლოს არ დაუძახა, მოდი საბმელი მომიტანეო. (სიტყვას არ ვამეტებ) ძალიან მინდა ეს ქალი გამოჩნდეს, გავიგო ვინ არის (ვერაზე, ბარნოვზე მოხდა ეს ამბავი) რომლის მსგავსი უტიფარი ადამიანი, მართლა, არავინ მინახავს და აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში. აუცილებლად! პრეცედენტი უნდა შეიქნას ამ ქვეყანაში! მას შემდეგ, რაც ძაღლმა ქალი დაგლიჯა, უკვე მეორედ შემხვდა უსაბმელო აგრესიული ( პატრონი რომ მოსიყვარულედ ასაღებს) ძაღლი, წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო პატრონებით.


შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თბილისის მერია / Tbilisi City Hall მიხედეთ ამ პრობლემას! თუ კიდევ მორიგ ფატალურ შემთხვევას ელოდებით! წარმოდგენაც არ მინდა, რომ ბავშვებს მარტო ყოლოდათ გაყვანილი ძაღლი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რამდენ პატრონს აჯარიმებთ თვეში კანონდარღვევების გამო" - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930