გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

6-04-2018

საქართველოს პარლამენტის თბილისის და ქუთაისის შენობების ფასადზე, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშები დაეშვა.



საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვება.



ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930