გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

7-08-2020

“მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა. ეს ტკივილი ზუგდიდში ყველაზე მეტად დავით ჯიქიას, ბადრი ბერანძის, კობა სერგიას და სერგო გოროზიას ოჯახებს მიადგათ. მათ დაკარგეს ახალგაზრდა შვილები, თუმცა ამაყები არიან, რომ გაზარდეს ვაჟკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს“ – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აგვისტოს ომის 12 წლისთავს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

“მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა. ეს ტკივილი ზუგდიდში ყველაზე მეტად დავით ჯიქიას, ბადრი ბერანძის, კობა სერგიას და სერგო გოროზიას ოჯახებს მიადგათ. მათ დაკარგეს ახალგაზრდა შვილები, თუმცა ამაყები არიან, რომ გაზარდეს ვაჟკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს.

რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ და ოკუპაციამ მძიმე შედეგები გამოიღო; დაიღუპა მრავალი სამოქალაქო თუ სამხედრო პირი. ამ ოჯახებისთვის და ჩვენთვის ჯერ კიდევ მოუშუშებელია ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.

საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველო, მიზანმიმართული ნაბიჯებით და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, აუცილებლად მიაღწევს ქვეყნის დეოკუპაციას. თუმცა ძალა, რომელმაც ვერ შეძლო ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხის აცილება, გადაეშვა რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში და ყველანაირად ხელი შეუწყო რუსეთს საკუთარი მიზნების განხორციელებაში, ვერასდროს მოგვევლინება ანტისაოკუპაციო ძალად“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930