გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ედუარდ შევარდნაძე: ელცინთან დილის 11 საათამდე თუ შეხვიდოდი საქმეზე დაილაპარაკებდი, მერე გალეშილი მთვრალი იყო

8-08-2020

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, 90-იან წლებში, მაშინ, როცა ქართულ - აფხაზური კონფლიქტი მიმდინარეობდა, ბორის ელცინი მხარს საქართველოს უჭერდა, თუმცა, შევარდნაძის თქმითვე, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი "უცბად გაბოროტდა".


ედუარდ შევარდნაძემ, 2012 წელს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში პუტინის გაბოროტების მიზეზი მისი გალოთებით ახსნა.


"ელცინი მოგვიანებით მთლიანად შეიცვალა. მე მგონი ფსიქიური პრობლემები დაეწყო. ლოთობდა... თუ მოასწრებდი და დილის 11 საათამდე შეხვიდოდი, საქმიან საკითხს გაარჩევდი, 11 საათის შემდეგ კი გალეშილი მთვრალი იყო. ამბობდა ხოლმე - "პოჩემუ ვოდკა ნე ხოლოდნაია" (არაყი ცივი რატომ არ არის).


შემდეგ მისი გადადგომა სახელმწიფო დუმამ მოითხოვა, იმიტომ, რომ უკვე ავადმყოფი იყო" - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.



P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930