გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„rosbalt“: ჟენევის მოლაპარაკების 43-ე რაუნდმა აჩვენა, რომ დღეს ქართულ-რუსული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად რეალური წინაპირობები არ არსებობს

10-04-2018

"მოკლედ, ჟენევის მოლაპარაკების 43-ე რაუნდმა გვაჩვენა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში ქართულ-რუსული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად რეალური წინამძღვრები არ არსებობს"-ამის შესახებ რუსული გამოცემა "როსბალტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.


"მხარეები იმ შეთანხმების ტექსტზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობის საკითხს ეხება, უკვე შვიდი წელია ვაჭრობენ. საქმე იმაშია, რომ თბილისი თვლის - თუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რაიმე დოკუმენტს ხელს მოაწერს, ეს მათ საერთაშორისო სამართალსუბიექტებად აღიარებას ნიშნავს, ანუ იმას, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს. თავის მხრივ, მოსკოვს არ სურს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა, რადგან თვლის, ის კონფლიქტის მხარე არ არის.


საქართველო კი მიიჩნევს, რომ თუ მოსკოვი ხელს არ მოაწერს, მაშინ აგრესიის საფრთხე რჩება. ასეა თუ ისე, ჟენევაში ჩიხური სიტუაცია შეიქმნა, მორიგი „ბლა-ბლა-ბლა“... ჰოდა, საქართველომაც დრო იხელთა და როცა დასავლეთმა რუსი დიპლომატების გაძევება დაიწყო, ამ პროცესს თბილისიც შეუერთდა: „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციიდან ერთი რუსი დიპლომატი გააძევა. ცხადია, რუსეთმა საქართველოს ნაბიჯი უყურადღებოდ არ დატოვა და „საპასუხო ზომების“ მიღების უფლება დაიტოვა"-განაგრძობს გამოცემა.


მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930