10-08-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის Iმიკორრაიონის, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის, ნიკო მუსხელიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიღმის მასივის I, III, IV, Vკვარტლების, მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, ხუდადოვის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, ნაკადულის, რაულ ეშბას, ცაიშის, რეხის, გაბისკირიას, ალექსანდრე ყანჩელის, მახათას, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
"თელასის" ინფორმაციითვე, 11:00 საათიდან14:00 საათამდე შეზღუდვა მუხიანის III,IVა მიკრორაიონების მოსახლეობას, 11:00 საათიდან13:00 საათამდე სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე თაყაიშვილი ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ალექსიძის ქუჩის, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩის მაცხოვრებლები.