გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები დედაქალაქი
აფრიკის დასახლებაში ორივე გოგო გავაშიშვლე და "ნაგავტრესტზე" დავტოვე - თბილისელი ტაქსისტი, რომელსაც გოგონებმა დაყაჩაღება დაუპირეს

10-08-2020

თბილისელმა ტაქსის მძღოლმა, ნუგზარ აღდგომელაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში თავს სწორედ ტაქსაობით ირჩენდა, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მუშაობის დროინდელი ერთი ფრაგმენტი გაიხსენა, როდესაც მას გოგონებმა დაყაჩაღება დაუპირეს:


"ერთმა ლამაზმა ხელი დამიქნია - აფრიკაში "ნაგავტრესტის" გარაჟთან გამოყვანეო. გზაში მეორე გოგოც ჩაგვიჯდა და დანიშნულების ადგილზე გავედით. უეცრად დანები დამიძრეს და ფული მოგვეციო მაგინებენ, ჩავიყავი ჯიბეში ხელი და რაც მქონდა მივეცი, ეს რა არის, მეტი არა გაქვს, - მოგვეციო... ვუთხარი, დანარჩენი "ბაგაჟნიკში" მაქვს-მეთქი.


- გახსენი და ფული მოგვეცი, შენი დედაო...


გავხსენი "ბაგაჟნიკი" ამოვიღე პატარა "ფიშტო" და ვუთხარი, - დამიბრუნეთ ჩემი ფული და ტანსაცმელიც გაიხადეთ-მეთქი. გავაშიშვლე ორივე, მათი ტანსაცმელი მანქანაში ჩავყარე და დავტოვე "ნაგავტრესტზე" - იხსენებს აღდგომელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30