გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

8-04-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა, ვახტანგ ყოლბაიამ საქარტველოს მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. 
მისი თქმით, ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა. 
„ქრისტე აღდგა!
ვულოცავ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჭირ-ვარამ გამოვლილ დევნილ მოსახლეობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. სულიერი ამაღლების, საყოველთაო სიხარულის და სიყვარულის ზეიმს ყველანი იმედით ვეგებებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნებები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფით, მაგრამ ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა. 
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მათ შორის, აფხაზ და ოს ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მადლიანი კალთა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს, ყოველ ჩვენგანს, დიდსა თუ პატარას“- განაცხადა ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031