გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"kp.ru"(რუსეთი): სააკაშვილი რომ ქალად დაბადებულიყო, თავისი თავქარიანობის გამო კაცებში დიდი წარმატება ექნებოდა

10-04-2018

"საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იშვიათი პიროვნებაა: იგი მუდამ არამუდმივი, ცვალებადი არსებაა. ის რომ ქალად დაბადებულიყო, კაცებში დიდი წარმატება ექნებოდა თავისი თავქარიანობის გამო. ერთი კვირის წინათ მიხო პეტროს ემუქრებოდა, „შენ უარესად დაამთავრებ კარიერას - უფრო ცუდად, ვიდრე იანუკოვიჩიო“ და აცხადებდა - „განზრახული მაქვს უკრაინაში მალე დავბრუნდე. როცა კიევის ცენტრში ბევრი ხალხი შეგროვდება, მე არც მავთულხლართს არ გავარღვევ და არც მთიან ბილიკებზე არ ვივლი, უბრალოდ, ჩავჯდები თვითმფრინავში და ბორისპოლის აეროპორტში ჩამოვალო“ასე იწყება რუსული გამოცემის, «Комсомольская правда»-ს მიერ ალექსანდრე გრიშინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


გამოდის, რომ პეტრო პოროშენკოს საფრთხე აღარ ემუქრება?! „იძინე მშვიდად, პეტრო ალექსეიჩ! მიხო ნიკოლოზოვიჩმა თავისი გეოგრაფიული სწრაფვის ვექტორი შეცვალა. ახლა იგი თავის პირველ სამშობლოს აბედნიერებს, რომლის პასპორტზე და მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, მიხო სულიერ ტკივილს განიცდის, რომ თანამემამულეები გაჭირვებულად ცხოვრობენ და ამიტომ მათ ბედნიერების ელიქსირი მოუმზადა. „პირადად დავიწყებ თქვენზე ზრუნვას. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნეს, რომ მე საქართველოში ვერ დავბრუნდე. ვერ მოესწრებით. ჩამოვალ ჩემი გუნდით. მშობლიურ ხალხს გაჭირვებაში არ მივატოვებ. გავანადგურებთ მაფიას, ხელს შევუწყობთ ნამდვილ ბიზნესმენებს“.


კი მაგრამ, უკრაინას რა უშვრება, ყოველდღე რომ ერთგულებას ეფიცებოდა? რას ეუბნება იმ უკრაინელებს, საზღვარზე რომ ხელში აყვანილი ჰყავდათ? დაიკიდა? შეიძლება მიხოს ის საჩუქრები არ მოეწონა, უკრაინიდან რომ ამსტერდამში ჩაუტანეს - დამწნილებული სოკო, სალა, შინნახადი არაყი და ღვინო? ან იქნებ თანამეინახეები ვერ იპოვა?


ასეა თუ ისე, მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა მზერა საქართველოს მიაპყრო. გასაგებია, რომ იგი ვერც უკრაინაში გაბედავს ჩასვლას, სადაც ნადეჟდა სავჩენკოს მიუსვამენ გვერდით და ვერც საქართველოში, სადაც მას ბრალდებების მთელი თაიგულით ციხე ელოდება.


უკრაინელებმა კი არ უნდა მოიწყინონ. მიხო სააკაშვილისაგან ისინი სარგებლობას ვერ ნახავდნენ. მიხო კიდევ ბევრ ფოკუსს გააკეთებს, კიდევ ბევრჯერ აუხსნის სიყვარულს... მიხოს რომ უყურებ, უნებლიედ ცნობილი თეორია გახსენდება: იგი სრულად ადასტურებს ჩარლზ დარვინის მოძღვრებას, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930