12-08-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინიფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა აეროპორტის დასახლების(ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, გელოვანის გამზირის(ნაწილობრივ), სოფელი დიღმის(ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), გლდანის მასივის II, V მიკრორაიონების, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, პატარიძის, ვაზის, დეკანოზიშვილის, ჩხენკელის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ვეკუას, ბაქრაძის, ბროწეულის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, დიდგორის, გოძიაშვილის, ემხვარის, სანაპიროს, ბარათაშვილის, აბოვიანის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან17:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლები, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობა, ხოლო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), გვაზაურის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობა.