გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი აშენდა

12-08-2020

საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას რეგიონებშიც განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით შპს გურიელმა გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა. წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ამუშავებს და შემდგომ რეალიზაციას უწევს გადამუშავებულ პროდუქციას. კომპანია აქამდეც ახდენდა ფქვილის რეალიზაციას, თუმცა მას არ ჰქონდა საკუთარი წისქვილი და სხვა წისქვილების მომსახურებით სარგებლობდა. ბიზნესის განვითარების მიზნით შპსგურიელმა ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ბანკმა სრული მხარდაჭერა გაუწია. ინვესტიციის მოცულობამ45000ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 5 ადამიანი.

„საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკი მუდმივად მზად არის წაახალისოს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები. სწორედ ასეთია შპსგურიელი, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შექმნას. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის რეგიონებში წახალისება და ამ მიზნით ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930