გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის და ჩოხატაურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

13-08-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის სოფლების - ხიდისთავის, ზენობნის, ჭაჭიეთისა და ახალშენის, ასევე ქალაქ ოზურგეთის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. შანსი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ოზურგეთის და ჩოხატაურის საარჩევნო შტაბების, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930