13-08-2020
საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰამიწისნაკვეთზეესპანური, მაღალმოსავლიანი 8,600 ნერგი დარგო. შპს ნათს ჯორჯია 1 ჰა-დან საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199000 ლარია.
„საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპს ნათს ჯორჯიასთან ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე 7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპს ნათს ჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.