გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: UNICEF-ის კვლევამაც დაადგინა, რომ სოციალური დაცვის დღევანდელი სისტემა მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რაც მას უდგას

21-08-2020

ჩვენთვის ეს არ არის ახალი საფიქრალი და ახალი სივრცე, სადაც გვიწევს ახალი ინიციატივების მოფიქრება და რა თვალსაზრისით - ბავშვთა სიღარიბის ნაწილი ყოველთვის წარმოადგენდა ამ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავ მიმართულებას და იცით, რომ ჩვენ უკანასკნელი ცვლილებით 5-ჯერ გავზარდეთ მოწყვლადი ბავშვების მხარდაჭერა და ამას ჰქონდა არსებითად დიდი გავლენა ბავშვთა სიღარიბის ნაწილზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა დგას კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომ უარყოფითი ეფექტები მაქსიმალურად შეიზღუდოს.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვდგავართ კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს ეფექტები მაქსიმალურად შევზღუდოთ. თუ დავინახეთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და დინამიკა პოზიტიურად იცვლება, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება სამუშაო ადგილების აღდგენასთან, შემოსავლების დონის აღდგენასთან და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კვლავ იქნება მოწყვლადი ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისგან, მათ მივეხმაროთ. დღეს, კვლევის მეორე ნაწილი ეთმობოდა სოციალური დაცვის სისტემის მზაობის შეფასებას და ამ ნაწილში კვლევამაც დაადგინა, რომ სოციალური დაცვის დღევანდელი სისტემა სრულფასოვნად მზად არის იმ გამოწვევებისთვის, რაც მას დღეს უდგას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ეს კონკრეტული მხარდაჭერა გახდება სისტემური, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930