გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: 2007-2012 წლებში 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა, 2013-2020 წლებში - 190 კილომეტრის - თავად განსაჯეთ, როდის იყო ქვეყანა დაპაუზებული

22-08-2020

„2007-2012 წწ. განხორციელდა 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა; 2013-2020 წწ. განხორციელდა 190 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა; 2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2020 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდება 25 კილომეტრი გზა. ეხლა თავად განსაჯეთ როდის იყო ქვეყანა დაპაუზებული და გაჩერებული” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ხაშურის შემოვლითი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის გასნას.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ რომ დაპაუზება რამენაირად გადაეფარათ, „ნაციონალების“ დროს მოდაში იყო ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმეჯერ გახსნა.

„ვინც ჭრიდა წითელ ლენტს კი გვახსოვს. თვალში ნაცრის შეყრა კი ნამდვილად ეხერხებოდათ და ზოგიერთმა ეს ნაცარი ვერა და ვერ ამოიწმინდა” - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ერთი კვირის წინ დასავლეთიდან თბილისში ვბრუნდებოდი და სურამი ხაშურის მონაკვეთზე საცობი იყო, შემოვლითი გზის მშენებლობის გამო. ვხედავდი მძღოლების და მგზავრების უკმაყოფილო სახეებს. ეს უკმაყოფილო სახეები იმედია აღარ იქნება ხაშურის13-კმ-იანი შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, რომელიც ამ დღეებში ამოქმედდა და ოქტომბერში 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება. და დღეიდან ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება, რომელიც დიდად უწყობდა ხელს საცობს და აუარესებდა ადგილობრივ ეკოლოგიას.


სულ ახლახან, ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთიც გაიხსნა და ის სრულად წლის ბოლომდე დასრულდება. 2020 წელი რეკორდული იქნება იმ კუთხით, რომ ჯამში 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება


ანალიტიკოსებს ფაქტებით მოგვეთხოვება საუბარი, მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ჩემი სპეციალიზაციის სფერო, ინტერესის გამო, მოვიძიე ხელმისაწვდომი ინფორმაცია გზების მშენებლობაზე სხვადასხვა წლებში.
მაშ ასე:


?2007-2012 წწ. განხორციელდა 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა


?2013-2020 წწ. განხორციელდა 190 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა


?2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2020 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდება 25 კილომეტრი გზა.


ეხლა თავად განსაჯეთ როდის იყო ქვეყანა დაპაუზებული და გაჩერებული?! სწორედ იმიტომ რომ დაპაუზება რამენაირად გადაეფარათ, „ნაციონალების“ დროს მოდაში იყო ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმეჯერ გახსნა (ვინც ჭრიდა წითელ ლენტს კი გვახსოვს). თვალში ნაცრის შეყრა კი ნამდვილად ეხერხებოდათ და ზოგიერთმა ეს ნაცარი ვერა და ვერ ამოიწმინდა.


ზოგადად, კი ნამდვილად მიღწევაა, რომ კორონავირუსის პანდემიის და მისი გამოწვევების მიუხედავად ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურები გრძელდება” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930