გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლვომ ბათუმში პრემიუმ მოდელი XC90 წარადგინა

23-08-2020

ვოლვომ ბათუმში ადგილობრივი და მოწვეული სტუმრებისთვის პრემიუმ მოდელი და ყველაზე დიდი ქროსოვერი XC90 წარადგინა. ვოლვო შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვო XC90-თან ერთად ბრენდის სხვა მოდელებიც - S90 და S60-იგამოეცადათ.

ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავტომობილი ავტომატურად იჭერს დისტანციას წინა ავტომობილთან და მძღოლის მოდუნების შემთხვევაში აზღვევს მას უბედური შემთხვევისაგან.

ავტომობილებს პილოტ ასისტენტის ფუნქციაც აქვს, ისინი ავტომატურად მიჰყვებიან გზისგამყოფ თეთრ ხაზს და მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ვოლვოს ავტომობილებს, მისი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტიდან გამომდინარე, ალტერნატიული გასაღები მოჰყვება. რომლის მეშვეობით ავტომობილის მფლობელს სიჩქარის შეზღუდვა შეუძლია. თუ ავტომობილს არასრულწლოვანი ან დამწყები მძღოლი მართავს, მფლობელს შეუძლია ალტერნატიულ გასაღებზე მაქსიმალური სიჩქარე განსაზღვროს და მძღოლს მხოლოდ მითითებული სიჩქარის განვითარება შეეძლება და არა მეტის.

უსაფრთხოებასთან ერთად ვოლვო გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930