გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ქიბარ ხალვაში 2012 წელს: "რუსთავი 2"-ს აუცილებლად დავიბრუნებ და ის ხალხის სამსახურში ჩადგება

30-08-2020

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მას სურს, საქართველოში აღარასოდეს მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც უსამართლობას ჩაიდენს, ისე, როგორც ეს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მის შემთხვევაში მოხდა.


ამის შესახებ განცხადება ქიბარ ხალვაშმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში ჯერ კიდევ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა და სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაბრუნების იმედიც გამოთქვა.


"როგორც კი ნორმალური სასამართლო გვექნება, აუცილებლად დავიბრუნებ "რუსთავი 2"-ს და ის ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგება.


მინდა, საქართველოში აღარ იყოს ხელისუფლება, რომელიც ვიღაცას თავისი სახლიდან უსამართლოდ გააგდებს, ისე, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა. სიმართლე ისეთი რამეა, რაც არასოდეს დაიმალება, ამიტომაც აქვს ბრძოლას ყოველთვის აზრი.


სააკაშვილი მეცხრე წელია გაორებულად მართავს ქვეყანას - ერთია - სატელევიზიო ცხოვრება, მეორე კი - რეალური"- განუცხადა ქიბარ ხალვაშმა გაზეთის კორესპონდენტს.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031