გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ქედაში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერა

30-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს.

როგორც ღვინის ქარხნისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაბა ქედაში 2014-2016 წლებში უპრეცედენტო ინვესტიციები განხორციელდა. კომპანია KTW-მ ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა - ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნენა”.

ღვინის ქარხანაში, სადაც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 22 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ ასევე ისარგებლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. საწარმოსთვის დამტკიცებული გრანტის მოცულობამ 600 000 ლარი, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა - 877 000 ლარი შეადგინა.

ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო ,,ნენაში" კი, ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 20 ადამიანი დასაქმდა. მფლობელის ინფორმაციით, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზართან ერთად, ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930