გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას ნიშნავდა

30-08-2020

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შუახევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კალაძის გამოსვლასდ უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც უპირველესი პრიორიტეტი ადამიანი და მასზე ზრუნვაა.

ჩვენმა გუნდმა სახელმწიფო რეალურად ხალხის სამსახურში ჩააყენა და ყველა მიმართულებით გააუმჯობესა ვითარება. შუახევის შემთხვევაში მინდა გამოვყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამები, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი პროგრამა განახორციელა, რომელიც დღემდე გრძელდება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ გლეხს ხელი შევუწყოთ და სოფლები გავაძლიეროთ.

ამ და სხვა მიმართულებით გაკეთებული საქმეების მიუხედავად, მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებია, არსებობს გამოწვევები , ქართული ოჯახები ჯერ კიდევ საკმარისად არ არიან წელში გამართულები, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპული ქვეყნებისას საკმაოდ ჩამორჩება.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური შრომა და მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო წარმატებული, გვქონდეს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე იგრძნოს კეთილდღეობა.

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და წარმატების რეალური ხედვა და რესურსი გააჩნია.
ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მოგვარებადი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა. რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისთვის, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ჩვენ 31 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე მჯერა, როგორც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ღირსეულად გამოვდიოდით, ღირსეულად ვპასუხობდით ყველა არჩევნებს, ახლაც ვიტყვით ჩვენს სიტყვას.

დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით ჩვენ შეგვძლებთ გავიმარჯვოთ.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930