გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: აღსანიშნავია ფონდ „ქართუს“ როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად

31-08-2020

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ინტერნეტის როლი არის არსებითი და მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 5 წლიან სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, „ლოგ ინ ჯორჯია“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო შესაბამისი დაფინანსება, დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი.

„ეს პროქტი კონკრეტულად გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანისთვის წვდომის უზრუნველყოფას მაღალხარისხიან ინტერნეტზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ჯანდაცვის და სხვა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე დაიწყო გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი, რომლის შედეგად 49-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ დაახლოებით 30 000-ს ადამიანს ექნება წვდომა ფართოზოლოვან, სწრაფ, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე.

ამ პროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ფონდი „ქართუს“ როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის, საქართველოსთვის ინარჩუნებს, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში“,- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930