გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას

31-08-2020

„მე ამ კუთხის შვილი ვარ, აქ დავიბადე, ვცხოვრობ და ჩემი პროფესიით, გამოცდილებით ვემსახურები ჩემს ხალხს. ჩემთვის უცხო არ არის ის გამოწვევები, რაც თითოეული თქვენგანის ოჯახს გააჩნია და გარწმუნებთ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას ‘ - განაცხადა ქობულეთის მაორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაალ მიქელაძემ წარდგენაზე.

დეპუტატობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს.

ზაალ მიქელაძემ აჭარაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს. ჩემი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ ლიდერს ბატონ კახის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოგესალმებით ჩემო ქობულეთელებო და მახინჯაურელებო და პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ იმ შრომით, ჯაფით, ზრუნვით, თავდადებით განვლილი წლებისთვის, რომელიც რაც მთავარია ღირსებით ერთად გავიარეთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. გუნდს, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებაა ადამიანი.

„C“ ჰეპატიტის ელიმინაციის, საყოველთაო ჯანდაცვის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამებმა ათეული ათასი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. ხელმისაწვდომი გახადა ჯანდაცვის და სოციალური სერვისები, როგორც გეოგრაფიული ისე ფინანსური პრინციპით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის ახალგაზრდა გუნდს, რომელმაც ძალიან მოკლე დროში 8 მილიონიდან 29 მილიონამდე, მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტის გაზრდით, მომცა საშუალება, თითოეულ ოჯახამდე მიმეტანა სახელმწიფო ზრუნვა და მინიმუმამდე შეგვემცირებინა ჯანდაცვაზე გაწეული ფინანსური ტვირთი.

მე ამ კუთხის შვილი ვარ, აქ დავიბადე, ვცხოვრობ და ჩემი პროფესიით, გამოცდილებით ვემსახურები ჩემს ხალხს. ჩემთვის უცხო არ არის ის გამოწვევები რაც თითოეული თქვენგანის ოჯახს გააჩნია და გარწმუნებთ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას. ფილოლოგის ოჯახში გავიზარდე და ჩემი აღმზრდელი პედაგოგების მთავარი გზავნილის ერთგული ვრჩები, ვიყავი ვარ და ვიქნები თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი და გულშემატკივარი. თქვენი ტკივილისა და პრობლემის გამზიარებელი, თუმცა ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვჯეროდა და მჯერა ეხლაც, რომ შევძლებთ ჯანსაღი ძალების გაერთიანებას ერთად საქართველოს წარმატებისთვის. დიდი მადლობა“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930