გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გურჯაანის სოფელ კალაურში მკვლელობა მოხდა

12-04-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 54 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს. გარდაცვლილს ბლაგვი საგნით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიეობო მოქმედებები.


შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

"პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031