გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის ჩაქუჩით ცემაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

12-04-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ზ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ სცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ. თბილისში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა. ასევე დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა სახის არეში. ზ.ს-ს ქმედებებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.


სამართალდამცველებმა ზ.ს. 2017 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს.


მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ორი ეპიზოდი) წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930