გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა

12-04-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა იმ პროგრესის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ცოტა ხნის წინ, მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და პოზიტიურ შედეგებზე.


სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების სისტემის სწორი განვითარება, ქვეყნის ზოგადი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითად წინაპირობას წარმოადგენს.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს განათლების სფეროს რეფორმირებასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმები გააცნო, რომლებმაც სისტემაში ძირეული გარდატეხა უნდა მოახდინონ და ქვეყნის მდგრადი განვითარება უზრუნველყონ. სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა რეფორმებთან დაკავშირებით, დიდი დაინტერესება გამოხატა და სავალუტო ფონდის მხრიდან, მინისტრს მაქსიმალური ჩართულობა აღუთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930