გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია დიპკორპუსსა და არასამთავრობოებს შეხვდა

12-04-2018

„ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ლექცია წაიკითხა. მინისტრის ლექციას დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


მან საუბრის ძირითადი დრო ნატოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მათ შორის, ეფექტიანი შეკავების პოლიტიკასა და ამ კონტექსტში საქართველოს, კონკრეტულად, თავდაცვის უწყების ადეკვატურ ქმედებებს დაუთმო. ლევან იზორიამ სტუმრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით, გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ლოგისტიკური მიმართულების დახვეწაზე, მზადყოფნის მაღალი დონის უზრუნველყოფაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებაზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაამახვილა.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვა მიმართულებებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თავდაცვის უწყებაში ნატოსთან თანხვედრის პროცესში ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. სტაბილურობისა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას აგრძელებს.

მინისტრის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


ღონისძიება სიმბოლურად ნატოს დაარსების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930