8-09-2020
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, სააკაშვილი საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება.
ეს განცხადება ბერძენიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში მაშინ გააკეთა, როდესაც ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" კვოტით პარლამენტის დეპუტატი იყო.
"სანამ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ჯერ საქართველოში ჩამოსვლა უნდა მოახერხოს, მაგრამ ამას ვერ ბედავს - ეშინია. შესაბამისად, მისი განცხადებები საბავშვო ბაღის დონის საუბრებს ემსგავსება.
სააკაშვილი ყავლგასული, ყოფილი პოლიტიკოსია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.
თუ პროკურატურის კითხვებს უპასუხებს და საბოლოოდ გაირკვევა, დამნაშავეა თუ პატიოსანი, ამის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი სულ სხვა რამე იქნება.
თუმცა ვიმეორებ, ის ისეთი მხდალია, სამშობლოში ფეხის დადგმისაც კი ეშინია. უბრალოდ, ხმაურიანი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს.
ჩემ თვალში სააკაშვილმა ყოველგვარი პოლიტიკური წონა მაშინ დაკარგა, როდესაც არჩევნები სამარცხვინოდ წააგო.
კარგად მახსოვს, ბათუმიდან გაქცეულმა ასლან აბაშიძემაც შემოგვითვალა - მალე დავბრუნდები და გავიმარჯვებო" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით