გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: "Freedom House"-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით

12-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ დემოკრატია სრულიად სხვა ხარისხში ავიდა.
მისივე თქმით, „Freedom House“-ის შეფასება არაობიექტურია.
ამის შესახებ პრემიერმა „Freedom House“-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა, მართალია, მას შემდეგ რამდენიმე პრემიერი შეიცვალა, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, არის დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ადამიანის უფლებების მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია... მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში, წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი შედიოდა, ხოლო, 2017 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 70-ს ქვემოთ არის, რაც, ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ. შესაბამისად, Freedom House-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას და ვფიქრობ, Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდები ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხზე”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930