11-09-2020
„პროფესიონალების და სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდების გუნდი, რომელთა მიმართ აუგი სიტყვა ვერ დასცდება ვერავის - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ პირველ ოცეულს, რომელიც მმართველმა გუნდმა დღეს წარადგინა.
„პირველი, რომ იტყვიან ცინცხალი შთაბეჭდილებები "ქართული ოცნების" პირველ ოცეულზე. ცნობილების დახასიათებას არ შევუდგები, ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება და როგორც იტყვიან მტერიც და მოყვარეც. ახალი სახეები არის პროფესიონალების და სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდების გუნდი, რომელთა მიმართ აუგი სიტყვა ვერ დასცდება ვერავის. არიან ახალი ფორმაციის დასავლური განათლება მიღებული მოხელეები და როგორ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან, ვნახავთ მალე. საფუძველი კარგი აქვთ“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.