გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

11-09-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კონტროლის პროცედურები კვლავ გამკაცრებულია, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე სახელნმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის მიმართ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ტვირთის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები (20 000 ამპულა ნარკოტიკული საშუალება ,,ფენტალინ ციტრატი '' და 13 500 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი) აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031