გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენთვის მთავარი მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკაა

11-09-2020

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სამწუხაროდ გლობალური პანდემია და გლობალური ვირუსი, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიდეს ეკონომიკურ განზომილებასი და უნდა მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა, ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, ჩვენ ყველანი, მოქალაქეებთან ერთად პირველ რიგში ვართ დაინტერესებული, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზეც და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა როგორც ჩანს გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების ნაწილშიც ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ , კარგად გვესმის, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი დღეს ან განვლილი, 5-6 თვის შემდეგ რა თქმა უნდა ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება კრიტიკოსი და მაქებარი, ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930