გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ვაზიანში ურბანული ოპერაცია ჩატარდა

14-09-2020

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს. ქართულ-ბრიტანული სწავლების კომპონენტი - დასახლებულ პუნქტში ოპერაცია ვაზიანის საწვრთნელ რაიონში გაიმართა, რომელსაც მხარს აშშ-ის სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა უჭერდა.

ურბანული ოპერაციის მიზანი მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახლებული პუნქტის გაწმენდა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. სცენარის მიხედვით, ქართულ-ბრიტანულმა ასეულმა ერთობლივი პატრულირება განახორციელა და დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე ძალების მიერ გამაგრებულ ორ შენობას შეუტია. შემდეგ კი, ასეულმა კორდონი მოაწყო და სამძებრო ოპერაციები განახორციელა.

ერთობლივ ურბანულ ოპერაციაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის 28-ე ასეულის სამხედროები მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031