14-09-2020
"სააკაშვილისთვის ადამიანი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ვისაც ამ კაცთან შეხება ჰქონია, ეს უგრძვნია" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანია-ქადაგიძემ გაზეთ "ყველა სიახლე"-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.
"სააკაშვილი ჩვენს სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახით ცხოვრობდა. ვუყურებდი მის ურთიერთობას მეუღლესთან, შვილთან, და მერწმუნეთ, ეს მართლაც უცნაური ურთიერთობები იყო. ვფიქრობდი, შესაძლოა, სხვისი თანდასწრების გამოა ეს ურთიერთობები ასეთი-მეთქი. ეს კაცი ოჯახის წევრების მიმართაც კი არ გამოხატავდა სითბოს და ყურადღებას, თითქოს მის პიროვნებაში ეს ნაწილი საერთოდ არ იყო. არ არის ეს კაცი ჯანმრთელი, რაღაც ემოციები აკლია. ეს დაუნდობლობაც აქედან მოდიოდა, თუნდაც ის, რაც ზურას მიმართ, მისი ოჯახის მიმართ გამოიჩინა" - განაცხადა ნინო ქადაგიძე ჟვანიამ.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით
16-11-2024
16-11-2024