გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს

14-09-2020

სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება , საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოუწოდა საზოგადოებას, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი შეიკავონ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

„დღეს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ - მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

გვესმის, რომ გასული დღეების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სოციალური ღონისძიებების - ქორწილების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვასთან დაკავშრებით გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ისეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხვალიდან შედის ძალაში.

„ხვალიდან, 15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში. შეზღუდვებთან დაკავშრებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის მიდგომა - თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს, როდესაც შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად, ლოკალურად. შეზღუდვების დაწესების ლოგიკა წინა პერიოდისგან ცოტა უფრო განსხვავებულია. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება უფრო მეტად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930