გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ახმეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის სოფელ ზოდთან და ჩხაკაურასთან და გორის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო

14-09-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდთან და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.

„ასევე, ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში. ეს გახლდათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს, საბჭომ მიიღო და ბუნებრივია, ყველა მომდევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031