გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე მოსახლეობას შეხვდნენ

14-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ტიტე აროშიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, „სავაჭრო ცენტრი - 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო მათ საჭიროებებს, დასაქმებულების პრობლემებს და გადაჭრის გზებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის პრევენციის საჭირო ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ წელს რეგიონის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, მოიჯარეები ძირითადი საიჯარო გადასახადებისგან, 5 თვის ვადით გაათავისუფლა.

„სავაჭრო ცენტრი-2009“ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები, მოვაჭრეთა საქმიანობა ყველა საჭირო რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, ჯამში, დასაქმებულია 4 ათასამდე ადამიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930