15-09-2020
უფლებადამცველი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ პატიმრის მეტსახელს ახმაურებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გლდანის ციხის ხელმძღვანელობა ურჩი პატიმრების გასაუპატიურებლად იყენებდა.
ამის შესახებ ინტერვიუ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ყველა სიახლე"-ს კორესპონდენტს მისცა.
გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გაუპატიურების აქტის აღმსრულებლად ჰყავდათ პატიმარი, მეტასახელად - "გოჭი", რომელიც ახლა იზოლირებული ჰყავთ (ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის სექტემბრის ბოლოს). უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მის გვარს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ და მზად ვარ, თუკი შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, მას წარვუდგინო ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
პატიმრებს მოუსმენიათ "გოჭის" ცინიკური გამონათქვამები მსხვერპლის მისამართით, მაგალითად ასეთი: "ჯენიფერ ლოპესივით უკანალი ჰქონდა"...
შევიტყვე იმ პირის ვინაობაც, რომელიც პატიმრებს სიგარეტით აწამებდა.
ჯალათებზე - ვიქტორ ყაჭეიშვილზე (დაწესებულების დირექტორის იმდროინდელი მოადგილე) და ოლეგ ფაცაციაზე (რეჟიმის იმდროინდელი უფროსი) ხომ ლეგენდები დადის. ფაცაციას ყველა პატიმარი ნაცემი ჰყავს. მისი გვარ-სახელი უკავშირდება პილკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებებსაც, ისევე როგორც ყაჭეიშვილს, რომელიც ჯალათია" - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.