გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს პირველ რიგში მოქალაქეებს დააზარალებს

22-09-2020

ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა.

„ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია, პირბადე ვატაროთ არა მხოლოდ შენობის შიგნით, არამედ, შენობის გარეთ, როდესაც ერთმანეთთან ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930