გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

22-09-2020

გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„დღეს არის გამოვლენილი დადასტურებული 218 ახალი შემთხვევა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 2 მოქალაქე, ამაზე დამატებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ისაუბრებს დეტალურად. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეების, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს გამოყენებული და ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამა თუ იმ რეგიონში, რაზეც ბუნებრივია, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუმცა აქაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონშიც წერტილოვანი, რეგიონული, ლოკალური შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, რეგიონში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვან წესები“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930