გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სართიჭალაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

14-04-2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში რეაბილიტაცია უტარდება ზემო სამგორის სარწყავ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო სამუშაოები მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებელზე მიმდინარეობს;


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის მართკუთხა არხი, მონტაჟდება წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები, ასევე, ეწყობა საავტომობილო ხიდი.


სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ სართიჭალის მოსახლეობა 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.


სარემონტო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.


უწყების ინფორმაციითვე, ქვემო ქართლში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. გაწეული სამუშაოების შედეგად, 15 817 ჰექტარზე რწყვის რეჟიმის გაუმჯობესდება, ხოლო რეგულარული სარწყავი ფართობი 3280 ჰექტარით გაიზრდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930