გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი წერეთელი ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

15-04-2018

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპარლამენტის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიმართ კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხებს, რუსეთთან ურთიერთობის თემატიკას და მომავალ ევროპულ არჩევნებს. გიგი წერეთელმა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ინიციატივაზე ისაუბრა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანის, ევროპარლამენტში აღნიშნულ თემის განხილვასთან დაკავშირებით, მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

გიგი წერეთელი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხებს შეეხო სახალხო პარტიის, პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის უამრავი ფაქტია რასაც შედეგად არაერთი მძიმე დანაშაულ მოყვა. მანვე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30