გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ

7-10-2020

დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად, დღეს საქართველო სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, მაგრამ ესეც არ არის მთავარი განმსაზღვრელი ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რისკები არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და საარჩევნო პროცესს.

„ჩვენ შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რომ არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930