გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია

7-10-2020

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებული ვირუსული პანდემიის და დაინფიცირებული პაციენტების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძიმე პაციენტების მართვის კუთხით კლინიკური გამოცდილება საკმაოდ მაღალია, ვიდრე ეს იყო პანდემიის დასაწყისში. „ნახევარ წელზე მეტია ჩვენ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება.

საკმაოდ უარესდება ვითარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჩვენს სამეზობლოში, რაც საქართველოს დაინფიცირების საერთო მაჩვენებელი აქვს, ზოგიერთ ქვეყანას, პრაქტიკულად, ამაზე მეტი მაჩვენებელი აქვს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და ერთი ცალკე აღებული ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების, პრეკრიზისული და კრიზისული ფაზა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც მნიშვნელოვნად დაბალია, თუმცა ერთი გარდაცვალებულიც საკმაოდ მძიმე შემთხვევაა. მთელი მსოფლიო მეორე ტალღის პირისპირ დგება, 218 ქვეყანაა დაინფიცირებული და ყველგან არის გარკვეული მზადება. ჩვენ გამოვიყენეთ ის პერიოდი, როდესაც დაინფიცირების დაბალი მაჩვენებელი იყო, იმისთვის რომ უფრო უკეთ მოვმზადებულიყავით შესაძლო მეორე ტალღისთვის. ამ ეტაპზე ვითარება ჩვენს ერთ რეგიონში - აჭარაში საკმაოდ გაუარესებულია, მზარდია ინფიცირებულთა რიცხვი, თუმცა სხვა რეგიონებში ზრდის ასეთი მაჩვენებელი არ გვაქვს.

სამწუხაროა, რომ დღემდე ვირუსთან ბრძოლა ვაქცინის გარეშე გვიწევს და ამ კუთხით მსოფლიო დიდ საიმედოს ვერაფერს სთავაზობს მოსახლეობას, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სწრაფად იქნება ვაქცინა, რომელიც საბოლოო ხსნა და გამოსავალი იქნება. მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ როდესაც დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი იყო მაგრამ შეზღუდვები მეტი გვქონდა, და დღეს, როდესაც უფრო მაღალია დაინფიცირების ხარისხი და ნაკლები აკრძალვებია. ჩვენ საკმაოდ აქტიურად მოვემზადეთ. კლინიკების 80% მზად არის საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მართვაში. დღეს არის მხოლოდ 31 კლინიკა ჩართული ამ პროცესში და 3000 საწოლია მობილიზებული, თუმცა აქედან 836 საწოლია კლინიკებში დატვირთული. ასევე კრიტიკული მედიცინის მედიკოსები გადამზადდა 43 კლინიკაში, ასევე ოჯახის და სოფლის ექიმები, დაახლოებით 2500-მდე სპეციალისტი გადამზადდა, რათა პაციენტები მართონ არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ ბინაზეც, თუ კი მსუბუქი გამოვლენის შემთხვევები იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930