გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: კობახიძეს ვურჩევ, არითმეტიკით დაკავებას, ჩვენთან ურთიერთობის დალაგებით დაკავდეს

16-04-2018

პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე პრემიერისა და ირაკლი კობახიძის სავარაუდო მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს.
მისი თქმით, იმ გზავნილს, რომელიც გავრცელდა, წინ სხვა გზავნილი უძღოდა. 

„პრემიერმა ეს ყველაფერი იმ განცხადებების საპასუხოდ მოიწერა, რაც გაკეთდა. კი, ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყო ეს გზავნილი. ამ გზავნილს წინ სხვა გზავნილი უძღოდა, იყო მოწოდება ერთობისკენ და თავის შეკავებისკენ ყველა მხარის მიმართ, ამის ინტერპრეტირება მოხდა და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ნურავინ ნუ ცდილობდა იმ გზავნილების ინტერპრეტირებას სათავისოდ“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძეს ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ დეპუტატებთან ურთიერთობა დაალაგოს. 
„მე არაფერს მოვითხოვ, არსად მითქვამს, რომ კობახიძე უნდა გადადგეს. ის ადამიანი თვითონ იძახის, ჩემს გადადგომას 50 ხელმოწერა სჭირდებაო, მე სულ არ ვითვლი რამდენი ხელმოწერა სჭირდება, მას დაუთვლია კიდეც, სულ არითმეტიკითაა დაკავებული. რა ვიცი, ვურჩევ, რომ არითმეტიკით დაკავებას, დეპუტატებით და ჩვენთან ურთიერთობის დალაგებით დაკავდეს“- განაცხადა ჭიჭინაძემ. 
შეგახსენებთ, რომ მიმოწერა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

„ირაკლი, არ მინდოდა აქ მეტი დეტალის დაწერა, თუმცა, შენს ბოლო გზავნილს გავეცანი და გადავწყვიტე, მოკლედ განვმარტო ჩემი პოზიცია. ჩემს ბოლო მონაწერში ვიგულისხმე ყველა, ვინც ჩემს სახელს უხვად ახსენებს, რა თქმა უნდა, ის დეპუტატები, ვინც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდა და საკუთარი პოზიციების არგუმენტაციას ახდენს ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარებზე აპელირებით და, რა თქმა უნდა, მამუკაც, რომელმაც ჩემი ნათქვამის ცალმხრივი გასაჯაროება გააკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია“- ნათქვამია გზავნილში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031