გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკანდალი სოხუმში: „აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ყოფილან“

16-04-2018

აფხაზეთში ამ დღეებში სკანდალი აგორდა. საქმე იმაშია, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ტერენინგის მიზნით აფხაზი ექიმები ჩამოსულან. ზოგიერთი სოხუმელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ხელისუფლებას ამუნათებს - რატომ გაგზავნეთო თბილისში აფხაზი ექიმები გადამზადებისთვისო.


აფხაზურ „ნუჟნაია გაზეთში“ გამოქვეყნდა ჯანდაცვის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალაშას“ დამფუძნებლის ზურაბ ლაკერბაიას ინტერვიუ, რომლის თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ კონტრაქტი გააფორმა ჰოლანდიელ კოლეგებთან, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის თანამედროვე რეანომობილების მიწოდებითაა დაკავებული.


„ჩვენ ძალიან გვჭირდება რეანომობილები. აფხაზეთში ისეთი სპეციალისტები არ გვყავს, რომ ასეთ რთულ მოწყობილობაზე იმუშაონ. სამწუხაროდ, ჰოლანდიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ ჩვენმა ექიმებმა ტრენინგი საქართველოში გაირონ. ამჟამად ასეთი ავტომობილი თბილისის სპეციალიზებულ ცენტრშია, იქაური ექიმები კარგად იცნობენ მოწყობილობას. იმის გათვალისწინებით, რომ ახლახან თბილისში აფხაზეთიდან სასწრაფო დახმარების ექიმი მკურნალობდა, მე იქ [დამატებით] გავგზავნე სამი მედიცინის და და ერთი მძღოლი რეანომობილის გასაცნობად. ისინი გაეცნენ მუშაობას და შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდნენ. ვინც ამ ფაქტს სკანდალურად ბერავს და აზვიადებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ კონტრაქტის ჩასაშლელად. თუ რეანომობილებს აფხაზეთში ვერ შემოვიტანთ ეს ძალიან საწყენი იქნება, რადგან, ვიმეორებ, ეს მანქანები ძალიან გვჭირდება. ჩვენ არ გვაქვს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ამ ავტომობილებშია დამონტაჟებული, მათი ღირებულება 50 ათას ევროზე მეტია. და თუ ჩვენ ისინი გვექნება, ალბათ, მოიკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში დადიან“, - განაცხადა ზურაბ ლაკერბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930