გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს

10-10-2020

ჟურნალი „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა, საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გაცვლის გლობალური მნიშვნელობის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“ ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე მიჰყიდა თავისი აქციების 49% აზერბაიჯანულ კომპანიას. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „შემდეგ ეს შეთანხმება ჩავარდა“.

„საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რათა სამხრეთ კავკასია გახდეს მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი“,- წერს გამოცემა ფორბსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031