გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძისა და ტიტე აროშიძის მორიგი შეხვედრა ახალსოფლის, ადლისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებთან შედგა

12-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

მაჟორიტარი კანდიდატების მორიგი შეხვედრა ახალსოფლის, ადლისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებთან შედგა.

კანდიდატებმა ახალსოფლის მოსახლეობას აცნობეს, რომ უახლოეს პერიოდში დასასრულს მიუახლოვდება და ექსპლუატაციაში შევა ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რის შემდგომაც, ამ დასახლების დამატებით 1000 აბონენტი წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

შეხვედრაზე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031