12-10-2020
,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ დღევანდელი შეხვედრები, ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულის სოფლების- ლაბსყალდის, ლეზგარას, მაგრდელის, სვიფის, ტვიბერისა და ღვებალდის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა,
სადაც, ბოლო წლებში:
-აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი;
-გაიწმინდა ღვებალდის ღელე და მოეწყო სანიაღვრე სისტემა;
-მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა;
-მიმდინარეობს ცხუმარის წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა;
-დაგეგმილია ცხუმარის ცენტრთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა;
-მოეწყო გზის დამცავი კედლები და გაბიონები;
-რეაბილიტირდა ლაბსყალდის გზა.