16-10-2020
500Georgia პროგრამის ორი გამარჯვებული სტარტაპი CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი) და Cargon (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა) 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნესი აქსელერატორი 500 Startups-ი შემოვიდა და, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, 15 სტარტაპი შეარჩია. პროგრამის მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ წარსდგნენ. მათგან ხუთმა კომპანიამ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო დამატებით ინვესტიციას და ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი გამარჯვებული მიიღებს.
წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars; სამი უცხოური კომპანიაა: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.
500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორთფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებსა და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით.