გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ ჩიგოგიძე: მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რადგან საპასუხისმგებლო საქმეში ნდობა გამომიცხადა

16-10-2020

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთში, წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

ვასილ ჩიგოგიძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რადგან ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში ნდობა გამომიცხადა.

მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს ჩემი კუთხისა და სოფლის განსაკუთრებული სიყვარული.

ჩვიდმეტი წლის წინ გავხდი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეტანა.

მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა დრო იყო, ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას.

დღეს სულ სხვა მდგომარეობაა - დავდივარ რა შეხვედრებზე, ყველგან თვალნათლივ ჩანს სახელისუფლებო და სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გავუმკლავდები იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში.
ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული.

და ბოლოს, მინდა მოვიგონო ნოდარ დუმბაძის სიტყვები: „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“ და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930